პეტრე მამრაძე: სააკაშვილმა ადეიშვილი გადაარჩინა, მერაბიშვილი კი გაწირა

სააკაშვილმა ადეიშვილი გადაარჩინა, მერაბიშვილი კი გაწირა – ამის შესახებ კანცელარიის ყოფილმა უფროსმა, პეტრე მამრაძემ გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა.
მამარაძის თქმით, მერაბიშვილი სააკაშვილს არწმუნებდა, რომ ივანიშვილს აკონტროლებდა“ და ის პოლიტიკაში არ წავიდოდა.
,,ამ ინფორმაციას საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან სააკაშვილმა ადეიშვილი გადაარჩინა, მერაბიშვილი კი გაწირა, რადგან მან სააკაშვილის იმედები ვერ გაამართლა. მერაბიშვილი სააკაშვილს არწმუნებდა, რომ ივანიშვილს ,,აკონტროლებდა“ და ის პოლიტიკაში არ წავიდოდა. შემდეგ კი, ვანო მერაბიშვილი სააკაშვილს არწმუნებდა, ნუ გეშინია, ივანიშვილსაც ბადრი პატარკაციშვილის მსგავსად ,,გავტისკავო“. მაგრამ ესეც ვერ მოახერხა.სააკაშვილი აღარ არის ,,ნაცმოძრაობის“ ლიდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხროვა ბელადის გარეშე დარჩა. გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი ხომ აშკარად ვერ იქნებიან პარტიის ლიდერები?! ისინი ხალხში ზიზღს იწვევენ. ანუ, ეს სექტა უთავოდ დარჩა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები