სვანიძის ქუჩაძე გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად, ყველაზე რთული ვითარება სწორედ სვანიძის ქუჩაზე შეიქმნა. ადიდებულმა მდინარე ვერემ რამდენიმე სახლი მთლიანად წაიღო. ოფიციალური მონაცემებით, ოთხი გარდაცვლილი სწორედ სვანიძის ქუჩაზე იპოვეს.
ასევე განახლდა სვანიძის ქუჩაზე დაკარგული მამაკაცის ძებნის სამუშაოები. სტიქიის შედეგად დაკარგულ მამაკაცს უკვე ორი დღეა ეძებენ. ის, სავარაუდოდ, საკუთარი სახლის სარდაფში ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ქუჩაზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ცხედრის გამოსაყვანად მიმდინარეობს სახლის დემონტაჟი.