პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტში პლენარული სხდომის დასრულებისთანავე დაიწყო. ვითარების განსამუხტად პროცესებში მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის უსაყვედურა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მანამდე კი სხდომაზე მმართველი გუნდის უკმაყოფილება დეპუტატის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია. უმცირესობის წევრი დროის გაწელვაში დაადანაშაულეს. წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები