საკუთარ ქალაქში გაუცხოება და სულის გადასარჩენი „ლექსების გამოფენა“

ზაზა ფირცხალაიშვილი,- ნამდვილი ბათუმელი და პოეტი, რომელიც ბათუმის ცხოვრებით ცხოვრობს. ერთ დღესაც თავი გაუცხოებულად იგრძნო და გადაწყვიტა, ქალაქის სულიმბჟუტავი სანთელივით გადარჩენილი ბათუმელებითადა პოეზიით გამოეცოცხლებინა. ამიტომ მის მიერ დაარსებულ ლიტერატურულ კონკურსზე ლექსებთან ერთად ის ადამიანებიც  „გამოიფინებიანხოლმე, ვისთვისაც ზღვისპირა ქალაქი და ქართული სიტყვა ერთნაირად ახლობელი და მშობლიურია

 

ბატონო ზაზა, რთულია, საქართველოში უკვე დაწერილზე განსხვავებულად წერო?… საკუთარ თავზე რას იტყოდით, რითი განსხვავდება თქვენი სათქმელი სხვებისგან?
– წერა, საზოგადოდ, ძალიან რთულია, მთავარია, საკუთარი დანახული და განცდილი დაწერო საინტერესოდ და ღირებულად, წერისთვის ორი რამაა განსაკუთრებით საჭირო: ნიჭი და განათლება, ჩემი აზრით, ერთდროულად ამ ორი სიმდიდრის პატრონს ჰქვია პოეტი და ასეთები არცთუ ისე ბევრნი არიან. არიან ასევე: ლექსის მწერალნი, ლექსის მოყვარულნი, საკუთარი ჭიის გახარების მოყვარულნი, პოეზისგან შორსმყოფნი და ა.შ. საქართველო, ლექსის წერისას გეოგრაფიული არეალის გამო არ წარმოადგენს სირთულეს, თუ ვგლისხმობთ, რომ დიდი პოეტები გვყავდა, არც სხვა ქვეყნებშია პოეტების დეფიციტი. ჭეშმარიტად დიდი პოეზია სცდება ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს და განფენილია მთელ დედამიწაზე,- სამყაროშიც კი. ამიტომაა, მაგალითად, რუსთაველი ან შექსპირი ამ სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, ასეთი სიდიდე ყველას არ მოეთხოვება, მაგრამ აქვე, ვთქვათ, რომ საბედნიეროდ, არც არავინ ითხოვს. დიდ პოეტებს რომ შევეშვათ და დაბალ იდეალებს დავუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, პირადად ჩემი სათქმელი იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ კონკრეტულად ჩემგან არის ნათქვამი, ჩემი განცდილია და ზუსტად ასე არავინ იტყოდა, თუმცა ამაზე კარგად და პოეტურად რამდენიც გნებავთ.
თქვენთვის ბათუმი მარტო საცხოვრებელი ადგილი არ არის,- მშობლიური ქალაქია, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ამ თემაზე, როგორ ფიქრობთ: დაიკარგა ძველი ბათუმის სული და დღევანდელი ბათუმი, – როგორია ის?10000031_714737038557461_640206764_n
 – მე ბათუმის სხეულის ნაწილი ვარ, ის ჩემთან ერთად მოძრაობს და მე მასთან ერთად მტკივა. დღეს შუა ბათუმში უზარმაზარი ზარი უნდა ეკიდოს და დღე და ღამე აფხიზლებდეს და აფრთხილებდეს ბათუმელებს, რომ დამღუპველია თურქეთიზაცია, დამღუპველია არქიტექტურის ხელაღებით შეცვლა, დამღუპველია მთელი რიგი უბნების ბორდელებად და დისკოთეკებად გადაქცევა, დამღუპველია საკუთარ ქალაქში გაუცხოება და ა. შ. რადგან ხვალ და ზეგ შეცდომების გამოსწორება ისეთივე შეუძლებელი იქნება, როგორც დროის უკან დაბრუნება. მეჩვენება (იმედია მხოლოდ მე), რომ ჩვენ დავკარგეთ ის ბათუმი, რომელიც გვქონდა და ახლა მბჟუტავი სანთელივით თუ გამოჩნდება ქალაქში ერთი-ორი ისეთი ბათუმელი, რომელზეც შეიძლება, რომ თქვა, ეს კაცი ნამდვილი ბათუმელიაო. ნამდვილ ბათუმელს ბევრს ვიცნობდი, მათ ჩამოთვლას არ შევუდგები, თუმცა დიდი სიყვარულითა და სითბოთი გავიხსენებ კაცობისა და ბათუმელობის დიდ მაგალითს,- ახლად გარდაცვლილ ლევან ღლონტს.
ბათუმისადმი ლექსად გამოხატული თქვენი სათქმელი
– მოგეხსენებათ, ნათლისღების დღესასწაული, მართლაც, როგორი განსაკუთრებულია ბათუმში, ლექსად ჩემი დამოკიდებულება ასეთია, მას ჰქვია “ ბათუმს“:
„ნათლის ღებიდან ნათლისღებამდე,
საკურთხევლიდან ზეცის კარამდე,
 დაგყვები ბრმად და მოგენდე, რადგან
 ერთად ცხოვრების პატივი დამდე.
 შენ, ყველა შენი შვილის ნათლიავ
და ყველა შენი ძიძის ნათლულო
 მადლობა შენ და ამ მადლობისთვის
ღირდა ცხოვრება, ჩემო ბათუმო“.
ბათუმთან დაკავშირებით ერთი ამბავს გავიხსენებ. ერთხელ, გადავწყვიტე, მახინჯაურთან ბათუმის საზღვრის ტრაფარეტს ღამით ჩუმად ამოვთხრი და ორიოდ მეტრით აღმოსავლეთით გადავწევ- მეთქი, კანონდარღვევაა, აბა რა? მაგრამ ჯანდაბას, გავრისკავ, ბათუმს ჩემს სახელზე შემოვმატებ რამდენიმე მეტრს მეთქი… თურმე სად ხარ? ზუსტად იმ ხანებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მოიწვიეს, ერთი საზღვარი ჩაქვში ჩაარჭვეს, მეორე ლამის ტაო-კლარჯეთში ჩაიტანეს… და შეემატა რამდენიმე ათასი ბათუმელი ქალაქს…
ბატონო ზაზა, თქვენი ,,ვერსალაღობოლექსი დეპრესიულ დროს დაწერეთ თუ ეს თქვენი დამოკიდებულებაა ცხოვრებასთან?10008335_714737005224131_1074349208_n
– „ვერსალაღობო“ ლექსი, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში ნაგროვები განცდებია ერთბაშად დაწერილი, გროვდებოდა სათქმელი წვეთ-წვეთად და  რაც შედეგად მივიღეთ, სახეზე გვაქვს. ცხოვრებასთან დეპრესიული დამოკიდებულება ნამდვილად არ მახასიათებს, საკუთარ თავთან ზედმეტად ჩაღრმავების პერიოდი ყველას აქვს სხვადასხვა დროით და ეს თუ დეპრესიაა, მაშინ პერიოდულად არც მე გახლავართ გამონაკლისი… აი, ეს ლექსი:
რამდენიც მოსწყდა ცას ვარსკვლავი,
იმდენი ვფლანგე სურვილები და
 მეოცნებედ ვითვლები ახლაც,
ასახდენები რიგრიგობით
 სხვადასხვა რანგის მელოდნენ,
სხვებითვალის ხამხამს
გადაყვნენ ალბათ.
უცნაურობა რა ხილია? –
მსურს, მაგრამ ვითმენ,
 აშკარად შედეგს ვერ ვხვდებოდი
ადრე თუ გვიან,
ვერც ერთხელ სურვილს სიყვარული
 ვერ გავურითმე,
ახლა ეს ნატვრა ფრთამოტეხილ
ჩიტივით გდია.
დღეს კი ამბობენშეცვლილაო
 არც არაფერი,
ცას ვარსკვლავები სწყდებიან და
ქრებიან ისევ,
მე კი მოწმენდილ ცას გავყურებ
მიამიტური მზერით
და ვნაღვლობ, რომ ცხოვრება

მიმძიმებს კისერს.
ვერ შევეგუე მოვლენების
შეცვლას ავბედითს,
იქნებ ვერც ვამჩნევ და სიცოცხლე
გასხლტა ხელიდან, ვაი!
აღმომხდა მერამდენედ
უკვე დავბერდი,
უფრო ვაი, რომ მხედველობა
დამიქვეითდა“.
ბატონო ზაზა, ლიტერატურული კონკურსის ლექსების გამოფენისინიციატორი ხართ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკურსი სადღაც ქალაქის სულის გადასარჩენი ერთგვარი საშუალებაცაა... რითია, თქვენი ,,გამოფენასხვა კონკურსებისგან გამორჩეული ?
– არ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კონკურსი ტარდება საქართველოში, თუმცა ეგ ძალიან სასურველია მწერლობისთვის და კონკურენციისთვისაც. ისე კი, ზოგი პროექტი სუფთად ტარდება. საბედნიეროდ, ზოგის გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადებამდეა ცნობილი – სამწუხაროდ… თავად „ლექსების გამოფენა“ თავისი ფორმატით განსხვავდება სხვა კონკურსებისგან. ჩემი აზრით „ლესების გამოფენა“ ერთდროულად ყველაზე ქართული, ყველაზე ადამიანური და ყველაზე ობიექტური ლიტერატურული კონკურსია საქართველოში. გამორჩეულია, იმითაც, რომ ერთი ლექსისთვის და ერთი ასსიტყვიანი მინიატიურისთვის სოლიდური საპრიზო ფონდია დაწესებული (900. 700. 500 ლარი) და ეს თანხა ყოველწლიურად იზრდება. ასევე არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფინალურ ეტაპზე ბათუმში ჩამოსულ მონაწილეთა რაოდენობა, ურთიერთობის ხარისხი, ორგანიზების დონე, კომპლექსური ღონისძიებები და ა.შ., რაც ბათუმის „ლექსების გამოფენას“ ლიტერატურული და ადამიანური დღესასწაულის სახეს აძლევს…
ბათუმის პოეტურ საზოგადოებაზე რას იტყვით? თქვენ ხშირად აწყობთ პოეტურ საღამოებს, გაიხსენეთ მათგან გამორჩეულები10002722_714737145224117_969485949_n
– ბათუმელი პოეტების ურთიერთდამოკიდებულება, მართლაც, სანიმუშოა ბევრისთვის, ერთმანეთის სიყვარული და პასტივისცემა აღმატებულად იგრძნობა ჩვენს ქალაქში და ეს პირველ რიგში უფროსი თაობის მწერლების დამოკიდებულების წყალობითაა. არ მეგულება საქართველოს არც ერთი კუთხე, სადაც ახალგაზრდებს ასე ხელს უწყობდნენ და სადაც ასე ერთად „თანაცხოვრობდნენ“ და ეფერებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ასაკის მწერლები. ქალაქთან ერთად აჭარის მწერალთა კავშირი ამ ყველაფრის ლოკომოტივი და ერთგვარი ოაზისია. მე, ჩემდა უნებურად (ალბათ ასაკის დამსახურებითაც), შუალედური რგოლი აღმოვჩნდი ამ საზოგადოებაში, ბედნიერი ვარ, რომ ზურაბ გორგილაძეს ვიცნობდი პირადად და მეამაყება, ახალგაზრდა ბათუმელი პოეტების მეგობარი და თანამედროვე რომ ვარ. მე ვიცი, ამ ხალხის ფასი და ამიტომაც ვცდილობ, საღამოები მათ უწყვეტ ციკლად ჩაუტარდეთ. თავადაც დამეთანხმებიან, არცთუ იშვიათად საინტერესო პროექტების განხორციელებას ვახერხებთ ღვთის შეწევნით.
როგორია პოეტის ცხოვრებაში ერთხელ მოსული ნამდვილი სიყვარული?..
– ყველაზე სასიამოვნო გასახსენებელი იმ სიყვარულის მიგნებაა, რომელიც დღემდე აქტიურ ფაზაშია და რომელიც ხელშესახებ ბედნიერებად დამყვება თან. ერთი ლექსი მაქვს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩემს სათქმელს და ამ ლექსს სათაურად სწორედაც „ერთხელ“ ჰქვია:
ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“ –
ტყუილია, მოვედი და შენი სუნთქვა
მოვიახლე,
 ეს შეხვედრა ალბათ უფრო
დუელია,
ზურგით ვდგები ბარიერთან
შორიახლო
ცის ფერდობზე დროს ვაჩერებ
ხარაჩოდან,
რომ ისრებმა არ მოკვეთონ
თორმეტს თავი,
ნეტავ ფერი შერჩებოდეთ
ყაყაჩოებს
და ადრიან თოვლივით არ
გამითავდე.
მოვედი და სულ სხვა გრძნობა
მეუფლება
ჩემს ბედს დღემდე ვკარგავდი და
მგონი ვიძენ,
მე გიპოვნე, როგორც იქნა,
დედოფალო,
 გკოცნი, ჩემი ბედი გქვია,
გაიღვიძე“!
დაასრულეთ აზრი: ცხოვრება არის
-… პერიოდი, როდესაც X დროის განმავლობაში უნდა განიცადო პროგრესი და მაქსიმალურად გადადებითდე.

თეონა გოგნიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები