ირაკლი ღარიბაშვილი: 2015 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს
2015 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის ძალიან დიდი აღიარება, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებელი მაჩვენებელი არის პასუხი კრიტიკოსებისა და სკეპტიკოსების კითხვაზე, როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა.
საქართველო, კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო, კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.
„კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიციას ვიკავებთ. ასევე გამოვირჩევით ღია მმართველობით, რომლის მიხედვით მსოფლიოში 29-ე ადგილზე ვართ; წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით ჩვენ ვართ 24-ე ადგილზე, ხოლო აღსრულების მიხედვით – 25-ე პოზიციას ვიკავებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ეს მაჩვენებლები არის იმ სწორი პოლიტიკის აღიარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებს.