სოზარ სუბარი: დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არ იგეგმება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მისი სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არ იგეგმება, -ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მოახდინეს გადაჯგუფება და უშუალოდ სამინისტროს თანხები არ დააკლდება. “ვაპირებდით, ორი ახალი რეგიონული ოფისი გვქონოდა – რუსთავსა და ზუგდიდში, სადაც უმძიმესი პირობებია, თუმცა უარი ვთქვით ამ ოფისების შეძენაზე, გარემონტებაზე და ეს თანხა მიმართული იქნება დევნილების სახლებისთვის.
ჩვენ შიგნით მოვახდინეთ გარკვეული გადაჯგუფება, მაგრამ უშუალოდ სამინისტროს არ აკლდება არც ერთი თეთრი, რადგან დევნილთა შემწეობები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები