„გოგა ხაჩიძე ყოფილმა თანაპარტიელებმა სცემეს“
„ნაციონალებმა“ ვერა და ვერ გადახარშეს ოთხი ლიდერის გაურკვეველი მიმართულებით წასვლა და პარტიაში შიდა გარჩევებმა პიკს მიაღწია“ – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ პარტიაში დიდი არეულობაა. ამასთან, „ნაციონალები“ წასულებიდან მოითხოვენ, პარტიასთან ერთად პარლამენტიც დატოვონ. ამის გამო რამდენიმე დღის წინ, გოგა ხაჩიძეც კი უცემიათ.
„ნაციონალებმა“ ვერა და ვერ გადახარშეს ოთხი ლიდერის გაურკვეველი მიმართულებით წასვლა და პარტიაში შიდა გარჩევებმა პიკს მიაღწია. ჯერ იყო და რამდენიმე დღის წინ გოგა ხაჩიძემ ყოფილი თანაპარტიელები ინიციატივის მოპარვაში დაადანაშაულა. საქმე ეხება მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივას. ხაჩიძე ფრთხილობს და უკიდურეს გამწვავებამდე მაინც არ მიდის, მან კარგად იცის, თუ ძალიან გაატრაკებს, ან ჭიაბერაშვილის აგარაკზე აიყვანენ, ან გიორგი ბარამიძის სახლში შეიტყუებენ, ან კიდევ გივი თარგამაძე გამოძებნის რაიმე კონსპირაციულ ადგილს და მაგრად გაძუყნიან“,- აღნიშნავს გაზეთი.
სტატიაში სანდო წყარო ამბობს, რომ ბოლო ასეთი შემთხვევა 30 მაისს მოხდა, როცა „ნაცებმა“ გოგა ხაჩიძე „მიძუყნეს“.
წყაროს ცნობით, „ნაციონალებს“ ხაჩიძისთვის მოუთხოვიათ, პარტიასთან ერთად პარლამენტიც დაეტოვებინათ, რადგან პარტიიდან წასულები პარლამენტში „ნაციონალების“ კვოტით არიან გასულები.
„ბარამიძის ცოლს, ეკა ჯაფარიძეს დააძახებინეს ახალ სახლში, ჭავჭავაძის #83-ში და „სხადნიაკი“ ჰქონდათ. თვითონ ბარამიძე სახლში არ იყო, ასულები იყვნენ ლიდერები – გივი თარგამაძე და სხვები. ხაჩიძე იძახდა, მე არაფერ შუაში ვარო. ჯერ აივანზე ლაპარაკობდნენ, მერე სახლში შეათრიეს და მიარტყეს. აწვებოდნენ, თუ ჩვენგან წახვედით, პარლამენტიდანაც წადითო. სახლიდან მეზობლებს ჭურჭლის მსხვრევის ხმაც ესმოდათ“,- აცხადებს წყარო.
მისი თქმით, „ნაციონალებს“ პარტიიდან სხვა წასულებისთვისაც უნდა გაერჩიათ საქმე, მაგრამ ისინი მიმხვდარან, რომ ყოფილი თანაგუნდელები საკაიკაცოდ არ დაუძახებდათ და დამალულან.
წყაროს ინფორმაციით, გივი თარგამაძე ხაჩიძეს დამუქრებია, თუ პარლამენტს არ დატოვებთ ოთხეული, სხვანაირად მოგხედავთო.