დავით უსუფაშვილი – იძულებული ვარ, კოალიციის დაშლის მეოცნებეებს იმედები გავუცრუო

“ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობ, ის ადეკვატურად მიიტანოთ მოსახლეობამდე”,- ამ თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა.

დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დღეს ერთ- ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს დროს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა წაუკითხა, სადაც ჟურნალისტი მას ეკითხებოდა, მოახერხებს თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნება” არსებული შემადგენლობით მოსვლას?!

“ჩემი პასუხი არის ასეთი: კოლიციაში სერიოზული ცვლილებების წინაპირობას ვერ ვხედავ . ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარმ კოალიციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები გავუცრუო. შესაძლოა, აქედან, მომავალ არჩევნებამდე პარლამენტსა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს. შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ. ესაა ჩემი პასუხი კითხვაზე, კოალიცია მომავალ არჩევნებამდე მივა თუ არა და აქედან გამოდის ახალი ამბავი, რომ თურმე მე ცვლილებები დავაანონსე. ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობ, ის ადეკვატურად მიიტანოთ მოსახლეობამდე”,-განუნცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები