ელიზბარ ჯაველიძე: ოდესელები ამ ჩვენს მიშას იქიდან სულ პანღურ-პანღურ დაიფრენენ
“ოდესელები ძალიან ამაყი ხალხია და ამ ჩვენს მიშას იქიდან სულ პანღურ-პანღურ დაიფრენენ”, – ასე შეაფასა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა.
“არადა, ხომ არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ტუტუცი იქაც ათასგვარ სისაძაგლეს ჩაიდენს და მთლად გადარევს ხალხს”,-აღნიშნა ჯაველიძემ და ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას გამოეხმაურა.
“ჩამოვა, თორემ ეგეც გიორგი სააკაძე მყავს! ირაკლი წერეთელი ხომ შიმშილობს დიადი მიხეილის დაბრუნების მოთხოვნით და, როგორც ჩანს, სააკაშვილს ეგ და აკუკი მინაშვილი ჰგონია ქართველი ხალხი”, – აცხადებს ჯაველიძე.