დავით უსუფაშვილი: თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ
მე და თინა ყოველთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები ვიყავით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მისი მეუღლის მინისტრობის გამო თვალს არაფერზე დახუჭავს.
„ვისაც ჩემი და თინას საჯარო ურთიერთობა უნახავს, კარგად იცის, რომ ყოველთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები ჩვენ ვიყავით. საკუთარი მოვალეობები კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუ ჩავთვლი, რომ რომელიმე კანონში არასწორი ცვლილება იგეგმება, თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ. კანონის მისაღებად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, ჩემი ხმა იქ იქნება, სადაც ჩემი აზრით, სიმართლეა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.