დავით უსუფაშვილი: შს სამინისტ­როს ერთ ძალაუფლების მონ­ო­პოლისტ უწყებად ჩამო­ყ­ალიბება მომგებიანია

შს სამინისტროს რეფ­ორმას, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში უწყებას უშიშროება და სპეცსამსახურის დეპარტამენტი გამოეყოფა,  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “კვირის პალიტრასთან” აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შს  სამინისტრო თანამედროვე სტანდარტებზე გადაეწყოს. მისივე თქმით, წინა მმართველებმა­ შს სამინისტროში რეფორმების გასატარებლად კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბე­დეს.
„ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტ­ების მშენებლობისთვის აუცილებელია, შს  სამინისტრო თანამედროვე სტანდარტებზე გადაეწყოს. უწყების სამოქალაქო სისტემად­ გარდაქმნა მოწინავე ქვეყნებში დანერგილი­ პრაქტიკაა – პირველი პოლიციელი შს მინისტრი კი არა, შესაბამისი დეპარტამენ­ტის უფროსი უნდა იყოს. იგივე რეფორმა გატა­რდა თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც მინ­ისტრი პოლიტ­იკას განსაზღვრავს, სამხედრო პირები კი საქმეს­ ბრძოლის ველზე აკეთებენ. შს სამინისტროს რეფორმირებაზე მსჯელობა დიდი ხნის წინ დაიწყო,­ თუმცა წინა მმართველებმა­ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბე­დეს. ავტორიტ­არული მმართველობისთვის შს სამინისტ­როს ერთ ძალაუფლების მონ­ო­პოლისტ უწყებად ჩამო­ყ­ალიბება მომგებიანია. გვინდა­, უშიშროების სამსახურებმა მეტი სტაბილურობა მოიპოვონ და პოლიტიკ­ური ამინდისა თუ ხელისუფლ­ების ცვლ­ი­ლებაზე­ დამოკიდებული­ არ იყვნენ.
გაუგებარია, არსებული სისტემა ოპონენტებისთვის მისაღები რატომ გახდა? დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას გადახედონ და თუნდაც ერთი ქვეყანა დამის­ახელონ, სადაც შს სამინისტ­რო გასამხედრ­ო­ებული უწყებაა. თუ არასწორად ვმოქმე­დე­ბთ, ზოგადი­ იდეების ნაცვლად დასა­ბ­უთ­ებული არგუმენტებით მიგვითითონ. ამ ცვლილების მიზანია, უსაფრთხოების სამს­ახ­ურების ეფექტ­უ­რობა გაიზარდოს, იმ საკი­თხ­ებზე გავლენა­ კი, რაც მათ კომპეტენციას სცილდება – შემცირდეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები