პეტრე მამრაძე: “ქართულ ოცნებაში“ უკვე საუბრობენ, რომ ძალაუფლება ნოდარ ჯავახიშვილმა აიღო
ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში რეზიდენციიდან ბევრს გამოჰქონდა ინფორმაცია, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან წასვლის შემდეგ კარი ყველას ჩაუკეტა. ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე აცხადებს.
“ბიძინა ივანიშვილმა გადადგომის შემდეგ ყველას ჩაუკეტა კარი და სწორად მოიქცა, რადგან ვინც მასთან მიდიოდა, ინფორმაციები გამოჰქონდათ. მან ერთ-ერთ ინტერვიუშიც თქვა, ჩემს აზრებს მნიშვნელობას ანიჭებენო და ამიტომაც ჩაკეტა კარი, მაგრამ, თვითონვე აღიარა, რომ რჩევებისთვის ხშირად ურეკავდა ღარიბაშვილი. ამის გამო გუნდში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ღარიბაშვილი დღეს ივანიშვილია და თუ რამეს იტყოდა ის, ფიქრობდნენ, ბიძინას ასე უნდაო“, – აცხადებს მამრაძე.
ამასთან როგორც მამრაძე აცხადებს, მმართველ გუნდში ნოდარ ჯავახიშვილის ძალაუფლების გაზრდაზე ალაპარაკდნენ.
“ოცნებაში“ დაიწყო საუბარი, რომ ძალაუფლება ნოდარ ჯავახიშვილმა აიღო”, – აცხადებს მამრაძე “ალიასთან” ინტერვიუში.