პეტრე მამრაძე: სააკაშვილმა პუტინის დავალებები შეასრულა
„ნაცმოძრაობაზე” უფრო ანტიდასავლური ძალა, მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ექსპერტი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც პეტრე მამრაძე გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებები შეასრულა და ამასთან, მისმა რეჟიმმა ყველა დასავლური ფასეულობა ფეხქვეშ გათელა.
„სააკაშვილი „კა-გე-ბეს“ ეფრეიტორია, რომელმაც პუტინის დავალებები ბრწყინვალედ შეასრულა. სააკაშვილის რეჟიმმა ყველა კარგი დასავლური ფასეულობა ფეხქვეშ გათელა და ქართველ ხალხს ცნება – „პროდასავლურობა“ – შეაძულა“. „ქართულ ოცნებას“ რომ სწორად ემოქმედა, „ნაცმოძრაობა“ დიდი ხნის წინ დაიშლებოდა. პარტიის მთლიანად დაშლა გარდაუვალია, თუმცა ეს პროცესი ლარის გაუფასურებამ შესაძლოა, შეანელოს. „ქოცებს“ რომ სწორად ემოქმედათ და ის გაეკეთებინათ, რაც კანონითაც და პოლიტიკურადაც ევალებოდათ, „ნაცმოძრაობა“ ჯერ კიდევ მაშინ დაიშლებოდა, როცა სამეგრელოში მამაკაცების გაუპატიურების ამსახველი ფირები აღმოაჩინეს“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.