“ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა”

ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს ახალი ნარკოტიკი “ოპიუმის პლასტირია“ , რომელიც საქართველოში ე.წ. შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. ნარკოლოგების ინფორმაციით, პლასტირი გაჟღენთილი და დამუშავებულია ქიმიურად. გამოცემისვე ინფორმაციით, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის პლასტირს მომხმარებელი ერთი ხელის მოძრაობით იკრავს სხეულზე, კერძოდ, მხარზე და პრეპარატი რამდენიმე წუთში ორგანიზმში შეიწოვება, რაც იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას.

“ოპიუმის პლასტირები, შეიძლება ითქვას, ბოლო გამოძახილია ნარკობიზნესში, რადგან მსგავსი დახვეწილი მეთოდით გაბრუება ნამდვილი “ნოუ ჰაუა“. როგორც ირკვევა, ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა შთამბეჭდავ მეთოდს მიაგნეს, რომლის მიზანია პრეპარატი უმტკივნეულოდ, ინექციის გარეშე მოხვდეს ორგანიზმში. კერძოდ, თუ აქამდე მორფინს ინტრავენური გზით, ანუ შპრიცით მოიხმარდნენ, პლასტირის შემთხვევაში საინექციო საშუალება საჭირო აღარ არის. “ნარკოლოგების ინფორმაციით, პლასტირი გაჟღენთილი და დამუშავებულია ქიმიურად. ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის პლასტირს მომხმარებელი ერთი ხელის მოძრაობით იკრავს სხეულზე, კერძოდ, მხარზედა პრეპარატი რამდენიმე წუთში ორგანიზმში შეიწოვება,რაც იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას. ოპიუმის პლასტირებს უკვე აქტიურად მოიხმარენ ესპანეთში,საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. პლასტირები ათიაქებში რეცეპტით გაიცემა და წარმოდგენილია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტური საშუალება. ძირითადად, გათვლილია ონკოდაავადებულ პაციენტებზე, თუმცა პრეპარატმა უვე მიიპყრო ნარკომომხმარებლების ყურადღება და ე.წ. შავ ბაზარზე პლასტირზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება. ოპიუმის ახალმა შეფუთვამ თავსატეხი გაუჩინა სამართალდამცავებს, რადგან პლასტირის დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სკანირებისას და ამის გამო მისი ქვეყანაში შემოტანა კონტროლს თითქმის არ ექვემდებარება“,- წერს “პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები