თეა წულუკიანი: ვაშაძის მიერ გახსნილი კიევის იუსტიციის სახლი დაიხურა და აღარ არსებობს

ბატონმა ვაშაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვითომ ისუტიციის სახლი, რომელიც ჩემი იქ ყოფნის დროს მე ვერ ვნახე – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კიევის იუსტიციის სახლი, რომლის რეფორმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ვაშაძეს ეკუთვნოდა, უკრაინელებისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. მისივე ტქმით, მან უკრაინის მოქალაქეებისგან გაიგო ზემოაღნიშნული იუსტიციის სახლის დახურვის შესახებ.
“ბატონმა ვაშაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვითომ ისუტიციის სახლი, რომელიც ჩემი იქ ყოფნის დროს მე ვერ ვნახე. როგორც ჩანს, მისი ეს რეფორმა უკრაინელებისთვის წარმატებული ვერ არის. პირიქით, უკრაინელმა მოქალაქეებმა ისიც კი მითხრეს, რომ ეს ვითომ და, ერთადერთი იუსტიციის სახლი, რომელმაც კიევის ძალიან დიდი მოსახლეობა უნდა დაფაროს, აღარ არსებობს და შესაძლოა, სხვაგან გადავიდეს სხვა ფორმით”, – განაცხად თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები