თეა წულუკიანი: უკრაინელები იმედგაცრუებულები არიან და კითხულობენ, როდის დაიწყება რეფორმები

მე მქონდა სერიოზული შეხვდრები ხალხთან, ისინი არიან იმედგაცრუებულები – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინელი ხალხი კითხულობს, თუ როდის დაიწყებს სააკაშვილი რეფორმებს.
“კონტექსტი, რაც უკრაინაში ვნახე, იყო ძალიან საინტერესო. იმიტომ, რომ სწორედ პატივს ვცემ ჩემს კოლეგა პეტრენკოს და უკრაინელ ხალხს, რაც არ უნდა გვაღიზიანებდნენ ჩვენი ყოფილი ხელისუფლები, რომლებიც ახლა საკუთარ თავს ექსპერტებად და რეფორმატორებად ყიდიან და რაც არ უნდა პროტოკოლის ხელმძღვანელი გეწაძე მოადგილედ გვევლინებოდეს და ეს რაც არ უნდა მაღიზიანებდეს, მე შევინარჩუნე ის, რისი შენარჩუნებაც მევალებოდა – გამეუმჯობესებინა ჩემს კოლეგასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მისი მოვალეობა იყოს თავისივე მთავრობის მიერ ექსპერტებად დაქირავებული ადამიანების შესახებ არ ყოფილიყო მასთან საუბარი, მაგრამ მე მქონდა სერიოზული შეხვდრები ხალხთან. ისინი არიან იმედგაცრუებულები და კითხულობენ: კაცი, რომელიც იქ ბრძანდება, რას აკეთებს, როდის დაიწყება რეფორმები?!” , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები