პრემიერი: ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს

ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს და განსაკუთრებით გავაძლიერეთ საქმიანობა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შემუშავების და იმპლემენტაციის კუთხით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აგრესიულმა ნარკოპოლიტიკამ შედეგები გამოიღო.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცლებული და საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90%-ით იკლო. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული შედეგი სამართალდამცველების და ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურებაა. პრემიერა ალექსანდრე ჭიკაიძეს მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მასშტაბები შევძინეთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლას და სწორედ ჩვენმა აგრესიულმა ნარკოპოლიტიკამ გამოიღო თავისი შედეგები და უნდა ავღნიშნოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცლებული და საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90%-ით იკლო, რაც არის თქვენი დამსახურება, ასევე ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურება.
მე მინდა მას მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი მისი პირადი შემადგენლობა, ჩვენი პოლიციელები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს სახეზე გვაქვს რეალური შედეგები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მომსახურება“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაიხვეწა მომსახურების სააგენტო და მისი სერვისები. განვითარდა საგანეგო სიტუაციათა მართვის სფერო და მრავალი ინოვაცია დაინერგა „112“-ის სამსახურში.
„დაინერგა პერსონალური მონაცების დაცვის ახალი, უფრო საიმედო, ევროპული სტანდარტი. დაიწყო რეფორმები სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაციისთვის. შეიქმნა მიგრაციის მართვის თანამედროვე სამსახური და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო მსოფლიო სტანდარტებს. ასევე ჩვენ გავაფართოევეთ საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი, და მე მართლაც მიხარია, რომ ჩვენი მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონი პოლიციელთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების შესახებ, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელი ოჯახისთვის ერთჯერადად 100 ათასი ლარის ოდენობის და ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით კომპენსაციას ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები