თინა ხიდაშელი: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს

სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის დონეცკის ოლქის მმართველად დანიშვნის ფაქტს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, თუ რამდენად ერთგულია სააკაშვილი საქართველოსი.
“ყველაზე კარგად მისი ერთგულება საკუთარი სამშობლოს მიმართ გამოჩნდა. თუკი ვინმეს თეორიულად ეჭვი ეპარებოდა, ძალიან კარგად დაინახა, როგორი ერთგულია თავისი სამშობლოს მიმართ სააკაშვილი, რომელსაც არაფრად უღირს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პირს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები