ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ვიწყებთ შს სამინისტროს რეფორმირების პროცესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესი იწყება. როგორც პრემიერმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც ქვეყანას დაასუსტებს.
„წელს ვიწყებთ თქვენი სამინისტროს რეფორმირების პროცესს. მე ვიცი, რომ ეს თქვენში ბევრ კითხვას ბადებს, არსებობს გარკვეული გაუგებრობაც, სანამ არ მოხდება არ რეფორმის განხორციელება. მე მესმის თქვენი, მაგრამ გარწმუნებთ, სახელმწიფო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რომ დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პოლიციის კანონი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ისეთ სფეროში, როგორიც არის ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა უფრო ეფექტურს გახდის მუშაობს“, – განაცხადა პრემიერმა.