ვახტანგ გომელაური: ქართული პოლიციის განვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი დიდია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული პოლიციის განვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სამართალდამცავი უწყების პროგრესს. ამასთან, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სპეციალურად პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველები ჩამოვიდნენ.
„ქართული პოლიციის განვითარებაში დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სამართალდამცავი უწყების პროგრესს, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღეს ქუთაისში ჩვენი პოლიციელების გვერდით დგანან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის,თურქეთის, ლატვიის ლიტვის,პოლონეთის ბელორუსიის, სომხეთის მოლდავეთის პოლიციელები, რომლებიც სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, მათ განსახვავებული ფორმები აცვიათ, თუმცა იდეალები და მისწრაფებები საერთო გვაქვს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები