„2008 წლის მოვლენებსა და უკრაინის სიტუაციას შორის პარალელი არ არის”
საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინის დღევანდელ სიტუაციას შორის პარალელი არ არის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის რეაქცია უკრაინის მოვლენების მიმართ არის ერთსულოვანი. ისინი ცდილობენ არ მოხდეს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
“დასავლეთის რეაქცია არის კონსოლიდირებული. ჯერჯერობით მთავარია, რომ სისხლისღვრა იყოს თავიდან აცილებული . როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ჩვენ შემდგომში ვნახავთ. დასავლეთის რეაქცია არის ერთიანი, კონსოლიდირებული და იგი ეწინააღმდეგება რუსეთის არალეგალურ ქმედებას უკრაინაში”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.