ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ – უცხოელების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ოპოზიციის შეფასებას ეხმაურება.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამიტომ არის მმართველი გუნდი დაუმარცხებელი.
„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:
ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ – უცხოელების.
ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!
ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.