ირაკლი ქადაგიშვილი: რა სენტიმენტები, გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ერთი, კერძო ადამიანის გეგმები და ფიქრები

რა სენტიმენტები, გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ერთი, კერძო ადამიანის გეგმები და ფიქრები, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო ის კონსტიტუციის მიხედვით გააგრძელებს ცხოვრებას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები