პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“უკრაინელი ხალხის სახელით და მე, პირადად, გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დემოკრატიული და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ხელშესახები შედეგების მიღწევა საქართველოში საერთაშორისო დონეზე საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერებისთვის მთავარი ფაქტორი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირები მომავალში განვითარდება, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე”, – წერია მილოცვის ტექსტში, რომელსაც უკრაინის პირველი პირის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები