ჯონ ბასი: მოუთმენლად ველოდები, როდესაც მთელი საქართველო ამ დღეს სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საქართველოს გაუმარჯოს! მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო და მისი ბევრი მეგობარი ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს”, – წერს ჯონ ბასი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტს 2009-2012 წლებში იკავებდა.