კახა კალაძე: სამართლიანობის აღდგენის პროცესში გარკვეული შეფერხებებია

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესში გარკვეული შეფერხებებია. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, ყველა ის საქმე, რაზეც კითხვის ნიშნები არსებობს, გამოძიებული იქნება. ვიცე-პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2011 წლის 26 მაისსა და სამართლიანობის აღდგენას ეხებოდა.
“სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. არის გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით, თუმცა რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა და ყველა ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები – ძალადობა, ბიზნესის წართმევა, ადამიანების დატერორება, იქნება გამოძიებული, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები