გიორგი ქადაგიძე: ყველა შეცდომასა და ხარვეზზე პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას

„იყო უამრავი შეცდომა, ბევრი ხარვეზი. ყველა ამ შეცდომასა და ხარვეზზე პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ის დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს აცნობს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკში მისი გუნდისა და მის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ იყო ნაკარნახევი პირადი გამორჩენის მიზნით და არ იყო კანონსაწინააღმდეგო.
“ამ 7 წლის განმავლობაში პროცესებს არ ჩაუვლია უშეცდომოდ და უხარვეზოდ. იყო უამრავი შეცდომა, ბევრი ხარვეზი. ყველა ამ შეცდომასა და ხარვეზზე მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა ეს პროცესები. მე ეს არაერთხელ განმიცხადებია და მომავალშიც შემიძლია იგივე დავადასტურო, მაგრამ, ამავე დროს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, მიღებული ეროვნულ ბანკში, არც ერთი გადაწყვეტილება, მიღებული ჩემი გუნდისა და ჩემ მიერ, არ იყო ნაკარნახევი პირადი გამორჩენის მიზნით და არ იყო კანონსაწინააღმდეგო”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები