პრემიერმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანება გასცა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის პირველ მოადგილედ აკაკი ლოდია დაინიშნა. ასევე, მოადგილეებად დაინიშნენ რატი ბრეგვაძე და შალვა გოგოლაძე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
აკაკი ლოდია და რატი ბრეგვაძე მოადგილეების თანამდებობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დროსაც იკავებდნენ. ყოფილი მინისტრის მოადგილეებიდან თანამდებობა მხოლოდ ნუგზარ კევლიშვილმა დატოვა, რომელიც შალვა გოგოლაძემ შეცვალა.