ე.წ. დონეცკის რესპუბლიკა: რუსი სამხედროების დაკავების ოპერაცია ქართულმა სპეცრაზმმა განახორციელა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ლუგანსკის ოლქში რუსი სამხედროების დაკავების სპეცოპერაცია ქართულმა სპეცრაზმმა განახორციელა.
„ეს ადამიანები, ჩვენი ინფორმაციით, ქართველების სადაზვერვო ჯგუფმა დაატყვევა. ეს ჯგუფი აქტიურად მოქმედებს ლუგანსკის ოლქში. თავის მხრივ, ჩვენც მათზე „ვნადირობთ“, – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ დონეცკის ე.წ. თავდაცის სამინისტროს წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად დატყვევებული რუსი სამხედოების დაკითხვა მიმდინარეობს, რათა აიძულონ ისინი აღიარონ, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლები არიან.
შეგახსენებთ, უკრიანის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 60-დე რუსი სამხედროა დაკავებული, რაც მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს. თავის მხრივ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში რეგულარული ჯარის მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში „რუსი მოხალისეები“ იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები