ნოდარ ხადური და გიორგი ქადაგიძე პარლამენტში მივიდნენ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია პარლამენტში იმყოფებიან.ისინი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურთან პირისპირ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ლარის კურსია.შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2014 წლის ანგარიშით გიორგი ქადაგიძის მოსმენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები