კომპანია „მცხეთის წყალი“ სემეკის გადაწყვეტილებას განცხადებით პასუხობს

კომპანია „მცხეთის წყალი“ არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს, რადგან კომისიამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სატარიფო ცვლილება – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კომპანია „მცხეთის წყლიდან“ მიაწოდეს.

კომპანია სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „მცხეთის წყლის“ მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს ტარიფი 1 მ3 სასმელი წყლის მიწოდება-გატარებისთვის 0,10 ლარიდან-0.204 ლარამდე გაეზარდათ, ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 0.295 ლარისა.

რაც შეეხება გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ფიქსირებული სულადობრივი გადასახადი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 3.50 ლარისა.

სემეკმა „მცხეთის წყლის“ ტარიფების დადგენისას, არ გამოიყენა კანონით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, თავი მე-3, მუხლი მე-11) მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ტარიფის ცვლილების ვალდებულება შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი კომპანია არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

სემეკის გადაწყვეტილება აფერხებს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ელის ხელისუფლების პოზიციას სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და, თავის მხრივ, გეგმავს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები