გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის 9760 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება 860,017,347 ლარი ჩამოეწერა. აქედან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად, ა) ნაწილის შესაბამისად, 2479 გადამხდელს ჩამოეწერა 852,376,849 ლარი, ბ) ნაწილის მიხედვით, 372 გადამხდელს ჩამოეწერა 2,679,607 ლარი, ხოლო გ) ნაწილის თანახმად, 6909 გადამხდელს ჩამოეწერა 4,960,890 ლარი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში ახორციელებს. ამავე ინფორმაციით, ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები