სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოსადგურ “ოკრიბას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება

წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგურ “დიდუბის“ ქვედა ნაწილი და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორია დღეს 18:00 საათიდან 1 თვით გადაიკეტება.

სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

პროექტის ფარგლებში, რომელიც 8 ათასი კვადრატულ მეტრს მოიცავს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – შპს „ნდს მშენებლობა“ და შპს „საგზაო კომპანია“ ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები