შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო კულტურის ფესტივალი ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კულტურის ფესტივალი გაიმართა. უნივერსიტეტის ადგილობრივმა და უცხოელმა სტუდენტებმა ფესტივალზე წარმოადგინეს საკუთარი ქვეყნის ღირშესანიშნაობები, კულტურა, ტრადიცია, ხალხური ფოლკლორი და ეროვნული კერძები. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნების სტუდენტებმა. ფესტივალი წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.