თავდაცვის მინისტრი სახალხო დამცველს ხვდება
წუთებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს თავდაცვის უწყებაში მასპინძლობს. შეხვედრაზე იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი, მინისტრის მრჩევლები მაია ქავთარაძე და პაატა პატიაშვილი, ასევე, სამხედრო ომბუდსმენი თამარ გაბიანი.