დაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის – ხმაური კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

მინისტრის რანგში გიგლა აგულაშვილის პირველი ვიზიტი პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის კომიტეტზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულაციებს მოყვა. აგულაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ პოზიცია, რომელსაც იცავს, კანონს შეესაბამება.

„ამ რანგში ჩემი პირველი სტუმრობაა პარლამენტში. სასიამოვნო შეხვედრა მომიწყვეთ. დიდი მადლობა ამისთვის. მიუხედავად ამისა, მე არ დამეზარება, კვლავ მოვალ პარლამენტში და გავაგრძელებ იმ პოლიტიკას, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. მე აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო. მე უკვე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და, შესაბამისად, პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ცალლსახად და ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს კანონის და კანონქვემდებარე აქტების სულისკვეთებიდან“, – განაცხადა აგულაშვილმა.

გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანის ბრძანება აგულაშვილის წინამორბედმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გამოსცა. დადგენილება ითვალისწინებდა საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას. დეპუტატები და მეცნიერები, რომელებიც სხდომაზე იმყოფებიან, ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი უკანონოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები