გაგარინის ქუჩა დაიტბორა – ფოტოკოლაჟი
თბილისში გაგარინის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მიწიდან წყლის დიდმა ნაკადმა ამოხეთქა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. შემთხვევის შედეგად მოძრაობა არ შეფერხებულა.
ადგილზე დროულად გამოცხადდა წყალკანალის სამაშველო სამსახური. მათი ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა, ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდოს.