გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ავსტრიელ კოლეგას ჰაინც ფიშერს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე სასახლის ეზოში ავსტრიის პირველი პირისა და მისი მეუღლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები დაესწრნენ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეები აუდიენციას გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ. ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.