დეიმონ ვილსონი თინათინ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დამიშვნას მიესალმება (ვიდეო)
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინათინ ხიდაშელის დანიშვნა „მოამბესთან“ინტერვიუში შეაფასა. დეიმონ ვილსონი თვლის, რომ თინა ხიდაშელი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავდადებით იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში.
„მე მას პირადად ვიცნობ, მოხარული ვარ, რომ მას თავდაცვის სამინისტროში ვიხილავ, ჩვენ გვქონდა შეხვედრის საშუალება როგორც აქ, საქართველოში, ისე შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში. ჩვენ ბევრად ადრე შევხვდით, ვიდრე ის კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ შევიდოდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავდადებით იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში, შეუძლია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ის იქნება ეფექტური ხმა საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის“, – დეიმონ ვილსონმა.