ვარკეთილში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, გუშინ გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი დაჭრეს. აღნიშნული შემთხვევა ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები