თინა ხიდაშელი მედიას ყოველთვიურად შეხვდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ის მედიასთან შეხვედრებს ყოველთვიურად გამართავს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ დამკვიდრებული ტრადიციის აღდგენას აპირებს.
“ბიუჯეტის კორექტირებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს, როგორც საბიუჯეტო, ისე შიდა რეფორმებთან დაკავშირებულ, თუ სხვა საკითხებს, დეტალურად მოგახსენებთ პირველივე შეხვედრაზე, რომელსაც ვგეგმავ მედიასთან. ჩვენ განვაახლებთ იმ ყოველთვიურ შეხვედრებს, რაც იყო თავდაცვის წინა მინისტრის შემთხვევაში”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.