საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა

 საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 მაისს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვევა. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ოთხი მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც ფხალაძემ დღვანდელ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის მეორე დღეს, 19 მაისს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება.
“ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში”,- განაცხადა ფხალაძემ.
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები