თბილისში მე-4 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა
თბილისში, თემქაზე უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. მძიმედ დაშავებული 2 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.