„მიუხედავად დაბრკოლებებისა, ვთვლი, რომ არ უნდა გავჩერდე და აუცილებლად მივაღწევ ჩემსას…“

„მხატვრების და არქიტექტორების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა არქტიტექტორები და მხატვრები არიან. მეც ბავშვობიდან ვხატავ. მშობლებს ჰქონდათ სურვილი, მეც ეს გზა გამეგრძელებინა, მაგრამ არჩევანის საშუალებასაც მაძლევდნენ. არც მე მქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, ოჯახში ყველა ამ მიმართულებით მუშაობდა, ყოველდღიურად ვუყურებდი, ვსწავლობდი, გარემომ და სიტუაციამ თავისთავად მოიტანა და მეც ოჯახის ტრადიცია გავაგრძელე…“ – მხატვარ-არქიტექტორი ანა ლაღიძე.

– მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება უკვე გქონდა, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარე…10408878_851548508227536_9083478130428656082_n
– დიახ, დავამთავრე სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და ავიღე მაგისტრატურის დიპლომი. იცით, ოჯახში უფრო სხვანაირად არის, ერიდებიან იყვნენ კრიტიკულები. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, სამხატვრო აკადემიამ დიდი გამოცდილება, პრაქტიკა, განათლება მომცა. მომიტანა ურთიერთობები, აზრთა გაცვლის, ჯგუფურად მუშაობის გამოცდილება. ახლაც ვარ არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი, მეორე კურსის სტუდენტი.
– აქტიურად  მონაწილეობ გამოფენებში…
– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ჩემი პირველი ნამუშევარი, მაგრამ ძალიან პატარა ასაკიდან ვხატავთ მე და ჩემი ძმა და კარგად მახსოვს, პირველი პერსონალური გამოფენა სკოლაში მქონდა. მაშინ პირველ კლასში ვიყავი. მას შემდეგ, აქტიურად ვარ ჩართული გამოფენებშიც, ფესტივალებშიც და თითქმის ყველა კულტურულ ღონისძიებაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. წელს უკვე ორჯერ მქონდა პერსონალური გამოფენა, მაგრამ პირველი პერსონალური გამოფენა „ფერადი სიზმრები“, მე და ჩემს ძმას „ცისფერ გალერეაში“ 1997 წელს გვქონდა. გამოფენაზე 300-მდე ნამუშევარი წარმოვადგინეთ. ექსპოზიციამ, რომელიც საგამოფენო სივრცეს მთლიანად ავსებდა, მაშინ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
საერთოდ, ვთვლი, რომ გამოფენებამ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება მომცა. წარუდგინო და აჩვენო საზოგადოებას შენი ნამუშევრები ,ძალიან დიდი გამოცდილება, პრაქტიკა, წინსვლა და სტიმულია, რომ უფრო ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე, ყოველთვის ახალი და საუკეთესო ნამუშევრები შესთავაზო საზოგადოებას.
– გარემო, ფერები, ინსპირაციის წყარო…10930068_851548481560872_4982933396503999448_n
– ნებისმიერ გარემოში შემიძლია ვიმუშაო, მთავარია მასალა მქონდეს. თუმცა ძირითადად ჩემს სახელოსნოში ვმუშაობ.
ბავშვობიდან ყოველთვის ფერადი იყო და არის ჩემი ნამუშევრები. ფერები ჩემი ემოციაა. ასე გამოვხატავ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ.
ინსპირაციის წყარო კი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, სიტუაცია, გარემო. განსაკუთრებულ მუზას არასდროს ვეძებ. ყოველდღიურ ცხოვრებას და  მუშაობას მოაქვს ყველაფერი. მე ხომ, ჩემი შემოქმედებით ვცხოვრობ.
– ბოლო სამი წელია, აქტიურად მუშაობ თექაზე…
– ფესტივალ „არტ გენზე“ ვმონაწილეობ. იქ ვნახე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. სამი წლის წინ გავიარე ექვსთვიანი კურსები. რაც მთავარია, ჩემს აბსტრაქციულ ნამუშევრებს ძალიან მოუხდა თექის ტექნოლოგია. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მოსწონთ და დიდი მოთხოვნაა ქართული კულტურის ამ დარგის მიმართ. შეიძლება ითქვას, საქართველოს ფარგლებს გარეთ აქტიურად გამაქვს ქართული ტრადიცია და ვატარებ ვორქშოფებსაც.
– თუ შეგიძლია გამოარჩიო ნამუშევრები ან პროექტი, რომელზეც იმუშავე…11059297_851548501560870_7708973903947052323_n
– შარშან პრაღაში და ჩეხეთში, ოთხი ქვეყნის წარმომადგენელს გვქონდა გამოფენა და ვორქშოფი. წარმოვადგინეთ საკუთარი ნამუშევრები და ჩვენი მუშაობის სტილი, როგორ ვქმნიდით ჩვენს შემოქმედებას. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და საკმაოდ დატვირთული ერთი კვირა იყო. დადებითი ემოციებით და დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს, თითოეულ მათგანში მაქსიმალურად ვდებ საკუთარ თავს და ამიტომ ყველა მათგანი გამორჩეულია ჩემთვის.
– ბარიერები…11265160_851548511560869_7550590408524008261_n
– საერთოდ, არა მხოლოდ საქართველოში, ხელოვანისთვის ყველგან რთულია რეალიზაცია და განსაკუთრებით მხატვრობაში. მაგრამ მიუხედავად დაბრკოლებებისა, ვთვლი, რომ არ უნდა გავჩერდე და აუცილებლად მივაღწევ ჩემსას. მთავარია ადამიანმა ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე, წინ წავიდეს და რაღაც აუცილებლად გამოჩნდება. მით უმეტეს, რომ დღეს ინტერნეტი არის არაჩვეულებრივი საშუალება მხატვრებისთვის და აუცილებლად უნდა გამოიყენონ. სახელოსნოში მუშაობის დროს აღარ გჭირდება კურატორი, გალერისტი, რომელიც გაკავშირებს გალერეებთან. მართალია, ძალიან დიდ დროს ითხოვს, მაგრამ მე ინტერნეტით ყოველთვის აქტიური ვარ. მუდმივად ჩართული ვარ და ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებ.11260524_851548514894202_5816614030332887952_n
მაგალითად, საქართველოდან ინტერნეტით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანე მხატვრები და ბაქოში ორგანიზება გავუწიე გამოფენას. ასევე, ინტერნეტით მაქვს კავშირი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და აქტიურად ვმონაწილეობ გამოფენებში. საზღვარგარეთ კერძო კოლექციებში ინახება ჩემი ნამუშევრები. ახლაც ყაზახეთში გამოფენა-გაყიდვა იქნება და ვაგზავნი ნამუშევრებს. იმედი მაქვს, გაიყიდება.
თუმცა, მე მიყვარს ჩემი ნამუშევრების გაჩუქებაც. უბრალოდ აუცილებელია გააჩუქო, გაასხვისო, ესეც ერთგვარი პიარია.
– 20 მაისს კიდევ ერთი გამოფენება გაიმართება…11261513_851548494894204_3518039743397862914_n
– დიახ, 20 მაისს, 15:00 საათზე, არტკაფე „ტიფლისს ბრანჩში“ მე და ჩემს სამ მეგობარს გვაქვს გამოფენა. მათ შორის ერთ-ერთი ინგლისელი მხატვარია. გამოფენას პირობითი სახელწოდება „პორტრეტები“ ვუწოდეთ, მაგრამ არა კონკრეტული პორტრეტები იქნება გამოფენილი, არამედ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ჩვენი ნამუშევრებია პორტრეტები. ველოდებით დამთვარიელებელს.
– მინდა, რომ…
– მინდა, იყოს მშვიდობა. ყველა ადამიანმა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება იმ საქმეში, რაც უყვართ. მინდა 20 მაისის გამოფენა საინტერესო და ახალი პროექტების მომტანი იყოს ჩვენთვის. ამასთან, როგორც გითხარით, მაქვს სახელოსნო და სწორედ იქ მინდა გავაკეთო სკოლა და შევქმნა ჯგუფი.

მზევინარ ხუციშვილი

11225975_851558624893191_660165894_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები