პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის – როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში

„ხეობა ჩაკეტილია, აქ არაფერი ხდება, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ ურთიერთობები. მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს“, – ამბობს სოფელ დუისის მკვიდრი, რითაც პასუხობს შეკითხვას, რატომ თანხმდებიან გოგონები სირიაში წასვლაზე. “ვერ დავიჯერებ, რომ მშობელს შვილი, მით უმეტეს, გოგონა, ომისთვის ემეტებოდეს, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხარი…
აქ ხალხი სიღატაკის პირასაა (არის შემთხვევები, როცა ვაჟის ოჯახი საპატარძლოსთვის გარკვეულ თანხას იხდის). ისე, შეიძლება გოგოს ოჯახიც ვაჰაბიზმის მიმდევარი იყოს და შვილის მოჯაჰედისთვის მითხოვებაში ცუდს ვერაფერს ხედავდეს”, – ამბობს დუისი მკიდრი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას. 28 აპრილს ხეობა ამჯერად სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, 17 წლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონამ დატოვა – მშობლების თანხმობით სირიაში საქმროსთან გაემგზავრა. როგორც ამბობენ, გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა (იქაური წესის მიხედვით მოჯაჰედის მონახულება მხოლოდ დედას და მეუღლეს შეუძლიათ). პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდება, რომელიც ერთი წელია, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვის. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში თქვა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის.
მან ასევე გვითხრა, რომ პანკისიდან სირიაში პატარძლების ჩაყვანა პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ვერ გაუგია, რატომ გზავნიან გოგონებს მშობლები იმ ქვეყანაში, სადაც ომი და სისხლია. მოჯაჰედური კანონებით, გარდაცვლილი მეომრის ქვრივი ორი-სამი თვის შემდეგ სხვა მოჯაჰედმა უნდა შეირთოს ცოლად და ასე გრძელდება ყოველ ჯერზე. საინტერესოა, რომ მოჯაჰედის ქვრივის ცოლად მოყვანა მამაკაცს ჯიჰადში ეთვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები