სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტეს“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი 2 მჭიდით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 4 მჭიდი ამოიღეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).