ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა
ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ბოლქვაძემ განაცხადა, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.
მისივე თქმით, ექსპერტიზის და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
“იდენტიფიკაციის მიზნით, აღებული იქნა დნმ-ისთვის მასალა მშობლებიდან და გარდაცვლილებიდან, გაიგზავნა თბილისში, სადაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და ბავშვების იდენტიფიკაცია. ცხედრებს გადაასვენებენ რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში და დნმ-ის ანალიზის პასუხების შემდეგ მიასვენებენ ოჯახებში”, – აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ. დაღუპულები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ.