თავდაცვის მინისტრმა ქობულეთში დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახელით მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ბავშვების ოჯახებს.
ისევე როგორც სრულიად საქართველო, მეც, პირველ რიგში, როგორც დედა და ქალი, შემძრა ამ ტრაგედიამ. ბავშვების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ უდიდეს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გამოვხატავ; თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები უძლურია, ბავშვების ასეთი ტრაგიკული დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი და მოუშუშებელი ტკივილია“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდი ემსხვერპლა.