საქართველოში არამდგრადი ამინდები უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება
საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, შაბათიდან ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, გვაზავას თქმით, იქ დღეს თოვლჭყაპია მოსალოდნელი.