შსს პოლიციის ატაშე ბელარუსის შსს სპეციალური მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ბელარუსის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ბელარუსის რესპუბლიკაში გიორგი მოდებაძე ბელარუსის შსს-ს სპეციალური მედლით დააჯილდოვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოვება ბელარუსიის შსს-ს ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.
ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია, რომელსაც ასევე გადაეცა საპატიო სიგელი ორი ქვეყნის შინაგან სამეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.